დამკვირვებლის პარადოქსი

დამკვირვებლის პარადოქსი
უილიამ ლაბოვმა შეიმუშავა ჰოტორნის ეფექტის ფენომენის თავიდან ასაცილებელი მეთოდიკა და გამოხატა იგი დებულებაში, რომელსაც დამკვირვებლის პარადოქსი უწოდა: „სამეტყველო კოლექტივის ლინგვისტური კვლევის მიზანია, გაარკვიოს, თუ როგორ ლაპარაკობენ ადამიანები, როდესაც მათზე არ ახდენენ სისტემატურ დაკვირვებებს. ამის გარკვევა კი მხოლოდ სისტემატური დაკვირვების საშუალებით შეიძლება“. ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლევარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ინტერვიუდან მომდინარე მონაცემებით, უნდა შეავსოს ისინი კვლევის სხვა მეთოდებით ან პერიოდულად ცვალოს ინტერვიუს სიტუაცია, რათა შესაძლებელი გახდეს დაკვირვების პირობების გავლენის იდენტიფიკაცია და გამორიცხვა.
Source: ლადარია ნოდარ სოციოლინგვისტიკა: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: მეცნიერება, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»